„ობოზრევატელმა“ მიხეილ სააკშვილის შესახებ მორიგი ფილმი მოამზადა. მასში გამომძიებელი ჟურნალისტები ოლეგ დეინეკა და ვალერი ტომვაჩი დეტალურად ჰყვებიან გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმესზე. ამბობენ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ინტერესში შედიოდა და ამ გეგმის ნაწილი მათი, უკრაინელი ჟურნალისტების გამოყენებაც იყო.
ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ ვასამბეკ ბოკოვს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის სავარაუდო მონაწილეა, უკრაინაში დასაბრუნებლად გემის ბილეთი ჰქონდა. წასვლამდე მას უნდა შეესწავლა გაბუნიას ყველა გადაადგილება და შეეტყობინებინა დამკვეთისათვის.