თბილისის მერმა კახა კალაძემ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პირბადის ტარება ვირუსისგან თავის დასაცავად ყველაზე კარგი საშუალებაა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ ჩვენი თავის უსაფრთხოებას, ასევე ვზრუნავთ ირგვლივ მყოფებზე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მნიშვნელოვანია, ყველამ ვატაროთ პირბადე, ეს არის დღეს საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, ირგვლივ მყოფი ადამიანები, ჩვენი შვილები, ბებიები და ბაბუები. რა თქმა უნდა, ტესტი გავიკეთე იმისთვის, რომ ყველანაირად დაზღვეული ვყოფილიყავი, რადგან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება",- განაცხადა კალაძემ.