logo_geo
eng_logo
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი განაახლა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 15:27

 

 

 

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი დილიდან განაახლა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლს სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა ლოკაციაზე განახორციელებს.

 

ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება.

 

იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს, არ დაძრას ტრანსპორტი.

 

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner