logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ხელმოცარული ადამიანია, რომელიც დღემდე ცდილობს, დააზიანოს საქართველო
- +

19 ოქტომბერი. 2020. 15:59

 

 

„მიხეილ სააკაშვილი არის ხელმოცარული ადამიანი. მან თავის დროზე, როცა პრეზიდენტი იყო, საქართველოში ჩაიდინა არაერთი უმძიმესი დანაშაული და დღემდე, რასაც ცდილობს ეს არი, რომ მაქსიმალურად დააზიანოს საქართველო, მაგრამ ეს არასდროს გამოუვა, რადგან მას ამის რესურსი არ გააჩნია ნამდვილად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

 

„მიხეილ სააკაშვილსა და მისი კრიმინალური ორგანიზაციის დანაშაულებრივ საქმიანობას რაც შეეხება, ეს ჯგუფი რომ არის დანაშაულებრივი, ეს აღიარებულია არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული სასამართლოს მიერ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მით უმეტეს, ვიცით, რომ ყველა არჩევნების წინ მათი რიტორიკა არის რადიკალიზაცია, ბარიკადები, რევოლუციური სცენარის განვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამოუვათ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner