„ორგანიზაცია „იპსოსი“, რომლის ჩატარებული კვლევის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, აცხადებს, რომ IPSOS France „მთავარი არხის“ დაკვეთილ კვლევასთან არანაირ კავშირში არ არის.
IPSOS France-ის კვლევების დირექტორი, მეთიუ გალადი აცხადებს, რომ კვლევა მათ ორგანიზაციას არ ჩაუტარებია. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ, ანუ ტელეკომპანია „მთავარმა“, საპარლამენტო არჩევნების შესახებ კვლევა „იპსოსის“ უკრაინის ოფისს დაუკვეთა და შესაბამისად, ჩვენი კითხვების ადრესატებიც ისინი იყვნენ.
მეთიუ გალადი: „მე შემიძლია დავადასტურო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ჩვენმა ადგილობრივმა ფილიალმა „IPSOS UKRAINE“-მ ჩაატარა გამოკითხვები საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან, „IPSOS France“ არ მონაწილეობდა ამ კვლევებში. თუ დამატებითი დეტალები გჭირდებათ ამ გამოკითხვებთან დაკავშირებით, გირჩევთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ ჩემს კოლეგებს უკრაინაში.“
შესაბამისად, კითხვები, რომელიც კვლევასთან დაკავშირებით გვქონდა, უკრაინის ოფისთან გადავამისამართეთ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ კვლევების გამოქვეყნებამდე სწორედ „იპსოს საფრანგეთი“ დააანონსა თავის „ფეისბუქ“-სტატუსში.