logo_geo
eng_logo
ქვემო სამგორში სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 17:52

 

 

 

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქვემო სამგორში, ბურჯანაძის ქუჩაზე ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ბურჯანაძის ქ. N57-58-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 1 600 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდება. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 100-მეტრიანი ბეტონის კედელი ეწყობა. ამ ეტაპზე, კედლის მოწყობა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ახალ სკვერში საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით მოეწყობა. განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება.

 

სკვერის გვერდით მინი სტადიონი გაკეთდება. ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი 450 კვ.მ ფართობზე განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის.

 

პროექტის ღირებულება 215 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ტიფლის კონსტრაქშენი“ ასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner