„იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“, - ამის შესახებ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენი სტუდენტიც იქნება, იმდენს დაუკმაყოფილდება თავისი სურვილი.
უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება იწყება.
თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში საგანმანათლებლო დაწესებულებები მხოლოდ პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ.