logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება
- +

19 ოქტომბერი. 2020. 18:32

 

 

„სახელმწიფო ვირუსს მართავს და მას აკისრია მისი წილი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ წესების აღსრულება სათანადოდ გააკონტროლოს, თუმცა ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსის შენელებისკენ არის მიმართული, გაზიარებული პასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებს, კერძო სექტორს.

 

„ასევე - მოქალაქეს, რაც ნიშნავს, რომ დადგენილი წესები ყველა სუბიექტმა უნდა დაიცვას. სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება, როდესაც არ ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ამას ეკონომიკა ვერ გაუძლებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მისივე თქმით, ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული წესების დარღვევასთან.

 

„თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 7 პაციენტი გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner