logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: სამწუხაროდ, 2006 წელს ახალი რუკის ალბომები არასწორად შეადგინეს და დავითგარეჯას ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი დღეს სადავო ტერიტორიებზეა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 18:34

 

 

 

დავითგარეჯას საქმეზე დაკავებულები ადვოკატები აკეთებენ განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც საქმის მასალებში 1996 წელს ივერი მელაშვილის მიერ შედგენილი რუკა დევს, რომელიც საქართველოს საზღვრებს ზუსტად ასახავს. დოკუმენტის მიხედვით დავითგარეჯას კომპლექსის არც ერთი ნაწილი სადავო არ არის. ამაზე დაყრდნობით ადვოკატები აცხადებენ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია. ამ განცხადებას პროკურატურაშიც გამოეხმაურნენ. როგორც ჯარჯი წიკლაურმა „ქრონიკასთან“ საუბარში აღნიშნა, 1996 წელს კომისიაში ეს რუკა მართლაც არსებობდა, თუმცა, 2006 წელს შედგა ახალი რუკა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი მთის თხემზე გადიოდა, რაც კომპლექსის ირგვლივ კითხვის ნიშნებს აჩენდა.

 

„ეს არის 1996 წელს კომისიის მიერ შედგენილი ალბომი, რომელიც გარეჯის მთის ნაწილში შეესაბამება 200 000-იანი მასშტაბის რუკას. კერძოდ, ამ ალბომის მიხედვით, საქართველო სწორედ იცავდა მაშინ პოზიციას, რომ მთის ძირში ცდილობდა საზღვრის გავლებას. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ინტერესების ხელყოფით არასწორად შეადგინეს უკვე 2006 წელს ახალი რუკის ალბომები, ისარგებლეს 80-იანი წლების რუკებით და ჩვენთვის საზიანოდ ჩვენს სიღრმეში ამოწიეს საზღვარი და ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი დავით გარეჯისა დღეს არის სადავო ტერიტორიებზე“, - აცხადებს პროკურორი.

 

მისი თქმით, ადვოკატების განცხადებების მიზანია საზოგადოებას გააცნონ ვერსია თითქოსდა, ახალი რუკის ალბომის აღმოჩენის შესახებ, რომელიც მათი მტკიცებით მელაშვილი ბრალეულობას გამორიცხავს. სინამდვილეში კი ალბომი სწორედ გამოძიებამ მოიპოვა და ბრალდებულების ადვოკატებს გადასცა.

 

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner