logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ყველაფრის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს სისტემური გარღვევებია და პროცესი არ იმართება, არასწორია
- +

19 ოქტომბერი. 2020. 18:37

 

 

„შეიძლება არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამაზე საუბარს არ გავურბივართ. ამ ყველაფერს ვხედავთ“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ყველაფრის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს რაღაც სისტემური გარღვევებია და პროცესი არ იმართება, უბრალოდ რეალობას არ შეესაბამება.

 

„როდესაც პანიკის დათესვაზე ვსაუბრობ - შეიძლება არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამაზე საუბარს არ გავურბივართ. ამ ყველაფერს ვხედავთ. ვცდილობთ, რომ ეს ხარვეზები პროცესშივე მოვაგვაროთ და მთავარია, ეს არ იყოს სისტემური. ამის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს რაღაც სისტემური გარღვევებია და პროცესი არ იმართება, უბრალოდ რეალობას არ შეესაბამება.

 

ამიტომ, მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად, საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება საგანგებო რეჟიმში, რათა არ დარჩეს სივრცე ინტერპრეტაციებისთვის“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner