,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.
კანდიდატი დღეს მოსახლეობას შარტავას და შენგელიას ქუჩაზე შეხვდა და გეგმები გააცნო.
,,მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს შატრავასა და შენგელიას ქუჩებზე გავმართეთ.
ადგილობრივებს ჩვენი გეგმები გავაცანით, ძალიან პოზიტიური განწყობებია.
ჩემი მთავარი საზრუნავი, ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება“ - წერს ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.