logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მმართველ გუნდს პარლამენტში დიდი უმრავლესობა ექნება
- +

29 ივნისი. 2016. 15:37



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კომენტარი გააკეთა პრემიერის მოსაზრებაზე, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება" არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახლანდელ მმართველ გუნდს პარლამენტში დიდი უმრავლესობა ექნება.



შემადგენლობაზე ვერ გეტყვით, არ ვიცი მაჟორიტარული და პარტიული კუთხით, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ მმართველ გუნდს ამჟამად აქვს ძალიან მყარი პოზიციები. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი უმრავლესობა ექნება ახლანდელ მმართველ გუნდს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" პარლამენტში სავარაუდოდ, 100-ზე მეტ ადგილს მოიპოვებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner