logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: სირცხვილია, რომ ეს არსება დღეს ასეთ თანამდებობაზეა!
- +

20 ოქტომბერი. 2020. 00:29

 

 

 „სირცხვილია ეს სახალხო დამცველი! ყველას უნდა რცხვენოდეს! სირცხვილია, რომ ეს არსება დღეს ასეთ თანამდებობაზეა!“ - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა სოსო მანჯავიძემ  for.ge-ისთან ნინო ლომჯარიას განცხადება, რომელმაც, დავითგარეჯის საქმეზე, მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებაში პოლიტიკური მოტივი დაინახა, ხოლო მამა კირიონის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით არა.

 

„ქალბატონი სახლახო დამცველი თბილისის აბანოებში მექისეების მიერ სექსუალური შევიწროების საქმით რომ იყო დაკავებული და ძალიან შეწუხებული, მოვუწოდებ, დაკავდეს ამ პრობლემებით. თვითონაც ხშირად იაროს ქისაზე, იქნება ამ პროცედურებმა ცოტა რეალობაში მოიყვანოს. ყოვლად სასაცილო და სამარცხვინო პერსონაჟია, რომელიც ყველა შემთხვევაში ცდილობს იბრძოლოს ეკლესიის წინააღმდეგ, გამონახოს პრობლემები სადაც არ არის. მაქსიმალურად მავნებლობს ქვეყანაზე. არასოდეს ხელი არ მოუკიდია ისეთ საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმრავლესობას აწუხებს, მაგრამ თუ სადმე რელიგიური უმცირესობის, სექტების უფლებების დარღვევას დაინახავს, იქ აქტიურია. მისთვის მთავარია, რომ სექტები, სექსუალური და რელიგიური უმცირესობები იყვნენ დაცული ამ ქვეყანაში, იმის მიუხედავად, ზოგიერთი რელიგიური უმცირესობები რა საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს საერთოდ არ აწუხებს“, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner