logo_geo
eng_logo
თამარ მოლაშვილი: მან პირველმა ამხილა მსოფლიოს დონეზე ნაცების წამების ფაქტი
- +

29 ივნისი. 2016. 15:55


თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილს იხსენებს.



სულხან მოლაშვილი. 2000 წელი. მთავრობის სხდომა.

სააკაშვილი მე მაგონებს პერსონაჟ აპრაკუნეს, რომელიც მოხევეების სისხლს სვამდა".

არ შეგეშინდეთ ზედმეტი ინიციატივის...

მან პირველმა ამხილა მსოფლიოს დონეზე ნაცების წამების ფაქტი.

ორივე მოლაშვილები ვართ.

მინდია უგრეხელიძემ გაგვაცნო ერთმანეთს. მე 7 დღეში" ვმუშაობდი, სულხანი - უზენაეს სასამართლოში.

ის ქიზიყიდან იყო, მე - ყვარელიდან.

ბატონი მინდია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

ერთ დღეს დაგვიბარა ორივე. მოლაშვილებმა ხელი ჩამოვართვით.

მან უერთგულესი მეგობრობა იცის. ბევრჯერ მაგრძნობინა.

მეამაყება მისი ვაჟკაცური ხასათის გამო.

პარლამენტში ვმუშაობდი.

იმ დილით შემთხვევით 9 საათზე უკვე სამსახურში ვიყავი. ევროპარლამენტის დელეგაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში სამუშაო შეხვედრით იყო დაკავებული.

ჯგუფს ფრანგი ქალბატონი ხელმძღვანელობდა. მისი არც გვარი მახსოვს, არც სახელი.

იმ პერიოდში უკვე გაჩნდა ეჭვი სულხანის საბოლოო განადგურების შესახებ. ნაწამები რომ იყო, ყველამ ვიცოდით.

გადავაჭარბე ყველანაირ უფლებას (დღეს გაჭირვებული ადამიანის დახმარებისათვის ნაბიჯის გადადგმაზე მსაყვედურობენ. ხშირად მესმის, ეს შენი საქმე არ არის.).

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მივიჭერი ამ ქალთან და ვთხოვე, სულხანი ენახა.

-ჩვენ გვეუბნებიან, რომ ის უარს ამბობს ჩვენთან შეხვედრაზე.

-ტყუილია! - ვუმტკიცებ

-თქვენ ვინ ხართ? - მეკითხება

-ახლობელი. - ვპასუხობ.

-ახლობლობა საკმარისი არ არის, რომ დავრწმუნდეთ მის სურვილში. იქნებ ოჯახის წევრი დამაკავშიროთ.

ვურეკავ თათიას, სულხანის მეუღლეს. ტელეფონის ყურმილს ვაწვდი ფრანგ ქალბატონს. დიდხანს საუბრობენ.

ევროდელეგაციამ სულხან მოლაშვილთან შეხვედრა გადაწყვიტა.

ამისთვის ხელისუფლების თანხმობაა საჭირო.

ელენე თევდორაძემ, რომელსაც მანამდე არ გახსენებია სულხან მოლაშვილი, პარლამენტის კაბინეტიდან კაბინეტში დაიწყო სირბილი. ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ხელისუფლებისაგან თანხმობა ძნელად მიიღო.

დღის 4 საათისათვის ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოში შეხვედრა ჩაინიშნა.

ხალხი სულხანის სურათებით ციხის საავადმყოფოსთან სულხანს ამხნევებდა.

მე უკვე მშვიდად ვიყავი. ვიცოდი, რომ სულხანი გადარჩა.

იმ დღეს მან თავისი წამების ფასად სააკაშვილის რეჟიმი მსოფლიოს დონეზე პირველმა ამხილა.

უმორჩილესად გთხოვთ, რამდენიც არ უნდა გეჩხუბონ, არ შეგეშინდეთ ზედმეტი ინიციატივის. ხშირად შეიძლება უფალმა მადლი თქვენში ჩადო, რომ ადამიანი გადაარჩინოს.

გმადლობთ, უფალო!

ცოდვა როგორ ვთქვა, კოტე გაბაშვილს ჩემთვის საყვედური არ უთქვამს!" - წერს თამარ მოლაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner