„BBC"-ის ცნობით, 29 ივნისი თურქეთში ეროვნული გლოვის დღედ იქნა გამოცხადებული. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 239-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 13 უცხოელია - საუდის არაბეთის, ერაყის, ირანის, უკრაინის მოქალაქეები.