logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია თავისუფლად გადააჭარბოს 50%-იან მაჩვენებელს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 03:05

 

 

 

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ მმართველ პარტიას დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების ყველანაირი საფუძველი აქვს.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გარემოება „ნაციონალურ მოძრაობას“ შეშფოთების საფუძველს აძლევს, რომლებიც საზოგადოების მუქარას იწყებს.

 

 „ქართულ ოცნებას აქვს დამაჯერებელი გამარჯვების ყველანაირი საფუძველი. რა თქმა უნდა ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუმცა დღევანდელი რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია თავისუფლად გადააჭარბოს 50%-იან მაჩვენებელს და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი მყარი უმრავლესობით შემდეგ პარლამენტში.

 

ეს ყველაფერი ბუნებრივია აძლევს შეშფოთების საფუძველს ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ყოველ ჯერზე ემუქრება საზოგადოებას იმით, რომ დაბრუნდება ხელისუფლებაში. უკვე მე-7 შემთხვევაა, როდესაც ამით ემუქრებიან საზოგადოებას, თუმცა საზოგადოება უკვე მიეჩვია იმას, რომ თითოეული ეს განცხადება არის აბსოლუტური ფარსი. საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს და საზოგადოებას ასევე ახსოვს ყველაფერი. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ ძალას დაბრუნების არავითარი შანსი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner