logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 425 - თბილისში, 193 - აჭარაში, 372 კი იმერეთში დაფიქსირდა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 12:10

 

 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 425 - თბილისში, 193 - აჭარაში, 372 იმერეთში გამოვლინდა.

 

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

 

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვაქვს 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666. დღეს გამოვლენილი 1 194 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 425, აჭარაში – 193, იმერეთში - 372, გურიაში – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 64, მცხეთა-მთიანეთში – 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთშიც - 9“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner