„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება“, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა.
„მცხეთაზე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. გუშინ აღინიშნა, რომ რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ის რეჟიმი ამოქმედდება, რაც არის ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე რესტორნებთან მიმართებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.