logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 12:43

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს კორონავიურით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტებით.

 

„ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, როდესაც რეანიმაციაში ადგილი არ იყო? საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით და მზად უნდა იყოს მძიმე პაციენტების მისაღებად, რათა ლეტალობა მინიმალური იყოს, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში“, - აცხადებს იმნაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner