logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი არის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, ანუ სახლში მისი მართვა შეიძლება
- +

20 ოქტომბერი. 2020. 14:18

 

 

„კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი არის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, ანუ სახლში შეიძლება მისი მართვა“, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავარი საშიშროების ნიშნები ამ ინფექციასთან მიმართებაში არის სუნთქვის გაძნელება, რადგან ის ფილტვის ქსოვილს აზიანებს.

 

„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან მჯდარი სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, ხოლო გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო თუ სუნთქვის გაძნელებას ან გულმკერდის არეში ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში გრძნობთ, როცა არაფერს აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner