logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
- +

20 ოქტომბერი. 2020. 15:17

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებთან შეხვედრა გუშინ დააანონსა.

 

რა საკითხზე იქნება მსჯელობა მხარეებს შორის, ჯერჯერობით უცნობია. როგორც აუდიენციის დაწყებამდე, ბიზნესმენების ნაწილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათ ექნებათ რამდენიმე საკითხი, რომელსაც პრემიერს გააცნობენ.

 

„მე როგორც ყოველთვის ბევრ საკითხს დავაყენებ. მთავარი ჩვენთვის არის, ვინც ძირითადად საცალო ვაჭრობაში, ჰორეკა ბიზნესში, ანუ ტურიზმის ბიზნესში ვართ, რომ გაგრძელდეს ის შეღავათები, რაც არის დაწესებული. საუბარია საგადასახადო შეღავათებზე, ესაა ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ. სასტუმროების ბიზნესის მიმართულებით, სახელმწიფო ახლა ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს, სესხის პროცენტს იხდის 70 პროცენტს სახელმწიფო და რამდენად მოხერხდება ამის გაგრძელება არ ვიცი. ამ საკითხსაც წამოვევთ, რა თქმა უნდა. ანუ, სესხის პროცენტის სუბსიდია“,  – განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner