logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: 2021-2024 წლებში საერთაშორისო მაგისტრალის სიგრძე კიდევ 200 კილომეტრით გაიზრდება, აშენდება 200 ხიდი და 70-მდე გვირაბი
- +

20 ოქტომბერი. 2020. 15:36

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირმა ცქიტიშვილმა, რუსთავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული პროექტები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

 

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები გაორმაგდა. კერძოდ, მხოლოდ 2013-2020 წლებში 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი.

 

„ესაა სწორედ ის მაგისტრალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აკავშირებენ ევროპულ ბაზრებთან, რეგიონის და აზიის ბაზრებთან და გვაძლევენ საშუალებას შევასრულოთ ლოგისტიკური დამაკავშირებელი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე განხორციელდა 3003 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია. 2012 წელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სისტემის დაფინანსება.

 

„ესაა, პირველ რიგში, უსაფრთხო სასმელი წყალი ჩვენს ოჯახებში, რეგიონებში. დიდ ქალაქებში, ჭიათურასა და ქუთაისში მხოლოდ წელს შევძელით მივაწოდოთ მოსახლეობას უსაფრთხო სასმელი წყალი“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

 

ცქიტიშვილის განცხადებით, 2,5-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის მაჩვენებელი, გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი.

 

„დასაქმება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გულისხმობს უამრავი ადამიანის დასაქმებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

მისი თქმით, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 1200 ქართული კომპანია და 30 000-ზე მეტი ადამიანი.

 

„ჩქაროსნული მაგისტრალების გარეშე ჩვენი განვითარება და ევროკავშირთან დაახლოება არის წარმოუდგენელი“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

 

ქვეყანაში ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის ტემპი 3-ჯერ გაიზარდა. 2013-20 წლებში აშენდა 198 კილომეტრი ავტობანი.

 

„წელს გავხსნით 70 კილომეტრზე მეტი სიგრძის მაგისტრალს, რაც უფრო მეტია ვიდრე წინა ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გაკეთებული საქმე 8 წლიან პერიოდში“- განაცხადა მინისტრმა.

 

2021-2024 წლებში იმ პროექტების დასრულების შედეგად, რომელიც უკვე მიმდინარეობს, საერთაშორისო მაგისტრალის სიგრძე კიდევ 200 კილომეტრით გაიზრდება, აშენდება 200 ხიდი და 70-მდე გვირაბი. დასრულდება რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთები. თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო შემცირდება 3,30 საათამდე.

 

„დროის შემცირებასთან ერთად, ესაა უსაფრთხოება და გამტარუნარიანობასთან ერთად, ჩვენი ქვეყანა უფრო აქტიურად ჩაერთვება სავაჭრო პროცესში, რომელიც ჩვენს დიდ საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებს შორის მიმდინარეობს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

დღეს რუსთავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია შედგა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner