logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი პარტიული და საარჩევნო მიზნებისთვის ირონიულად გამოყენება არის მდაბიო საქციელი, ფიზიკური ძალადობა და დისკრიმინაცია
- +

20 ოქტომბერი. 2020. 16:41

 

 

„ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი პარტიული და საარჩევნო მიზნებისთვის ირონიულად გამოყენება არის არამხოლოდ მდაბიო საქციელი, არამედ ფიზიკური ძალადობა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნულით დისკრიმინაცია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა თერჯოლაში „ევროპული საქართველოს“ პროვოკაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში აგრძელებს ადამიანებზე ძალადობას და ღირსების შელახვას.

 

„აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ უკვე გვქონდა რეაგირება. მასალა საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს მივაწოდეთ და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან მძიმე შეფასება მოჰყვება როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ასევე ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

 

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიცია მთლიანად საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ პროვოკაციით, ავანტიურით, ძალადობრივი ქმედებით, ისინი არ ლაპარაკობენ არც საქმეზე, არ ლაპარაკობენ, თუ როგორ შეიძლება გამოწვევების გადაჭრა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, რადგანაც მათ საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა აქვთ ამომრჩევლის და ეს ქმედებები, რომლებიც მიმართულია არა საქმიანი გარემოსკენ არამედ მხოლოდ დესტრუქციისკენ და რადიკალიზაციისკენ, რომელიც არ დარჩება საზოგადოების მხრიდან შეუფასებელი და ამ შედეგებს ჩვენ ნათლად დავინახავთ 31 ოქტომბერს, როდესაც ამ რადიკალურ ოპოზიციას როგორც ერთ დროს ხელისუფლებაში ყოფნაზე უთხრა უარი ჩვენმა ამომრჩეველმა, ახლა ოპოზიციიდანაც გააძევებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თერჯოლაში „ევროპული საქართველოს“ წევრმა შშმ პირი აიძულა, „ქართული ოცნების“ მაისური და პლაკატები დაეხია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner