logo_geo
eng_logo
სოსო ფხაკაძე: ხელისუფლება, სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 17:08

 

 

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ, 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. ამის შესახებ მან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ფხაკაძის თქმით, პარალელურად მთავრობა ახალი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ მან ბიზნესსექტორისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„თუ სწორად მახსოვს, 200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მაგრამ მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებების პაკეტი იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რაციონალური და სწორია“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner