logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: თბილისის სკოლაში შედგა გაყალბებული ოქმი „მე და საზოგადოება“-ს მხარდასაჭერად!
- +

2 მარტი. 2016. 14:34


29 თებერვალს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, სახელმძღვანელოს „მე და საზოგადოება" განხილვამ ხმაურით ჩაიარა. საგნის შემოღების მოწინააღმდეგეთა უმეტესობამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამ თემაზე „ალიას" „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა. როგორც ის ამბობს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაყალბებული ოქმებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ამ საგანს უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა.

 


„დავინტერესდით, რას გულისხმობდა საჯარო განხილვის ფორმატში განათლების სამინისტრო და აღმოვაჩინეთ, სამინისტროს დაუვალებია სკოლებისთვის, რომ მათ დაჩქარებული წესით გამოეტანათ აპრიორი დადებითი გადაწყვეტილება, თითქოს მათთვის ეს საგანი მისაღებია. თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში აღმოჩნდა, რომ შედგა გაყალბებული ოქმი, თითქოს 118 პედაგოგი ესწრებოდა აღნიშნულ პედსაბჭოს და 118-დან 110-მა მხარი დაუჭირა. ჩვენთვის ამის თაობაზე ცნობილი გახდა ამ სკოლის დირექტორის მოადგილისგან, რომელმაც სკოლის დირექტორი ამხილა. ასე ცდილობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თითქოს ეს სტანდარტი ყველასთვის მისაღებია, იმიტომ, რომ ძალიან უწყინარი საგანია", - ამბობს ლორთქიფანიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner