logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე: ეს არის იმ ჯგუფის ხელწერა, რომელთანაც დაკავშირებულია ძალადობა, კრიმინალი, ბიზნესის ტერორი და სტრასბურგის სასამართლოს განცვიფრება
- +

20 ოქტომბერი. 2020. 19:05

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას სიცოცხლის მოსპობის მცდელობის აღკვეთით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და თუ ვისი სცენარით და ხელწერით იგეგმებოდა ეს კრიმინალი, ამას პასუხს გამოძიება და სასამართლო გასცემს.

 

„ფაქტია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და თავიდან აგვარიდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით ჩვენ, რეალურად, შევინარჩუნეთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე თავიდან იქნა არიდებული დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობა. ყველაფერ ამ საკითხზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და საბოლოო ვერდიქტი უკვე სასამართლოს ეკუთვნის. წინსწრებად სამართლებრივ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ თუ პოლიტიკურ კონტექსტში შევხედავთ ამ საკითხს, ეს სცენარი, ასეთი გათამაშება და შემდგომ სხვაზე გადაბრალება თუ კი ვინმეს აწყობდა, ეს არის ის რადიკალური-კრიმინალური ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი ლეგიტიმური შანსი და ბერკეტები არ გააჩნია. ამიტომ პოლიტიკურად ჩნდება ეჭვები, რომ ეს არის იმ ჯგუფის ხელწერა, რომელთანაც დაკავშირებულია ძალადობა, კრიმინალი, ბიზნესის ტერორი და სტრასბურგის სასამართლოს განცვიფრება. ამიტომ პოლიტიკურად ჩნდება ეჭვები, რომ ის ჯგუფი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს ერთ დროს ანცვიფრებდა შეთანხმებული სტრუქტურული დანაშაულით, ლეგიტიმურად შეიძლება ვივარაუდოთ აქაც, რომ ინტერესები და ხელწერა აქაც იკვეთება, თუმცა საბოლოოდ მაინც გამოძიებას და შემდგომ სასამართლოს უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილს შეხება აქვთ გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი, საქართველოში პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენონ.

 

„სამი ჟურნალისტი, სამი გიორგი: გიორგი სანაია, გიორგი ღონღაძე, გიორგი გაბუნია. თითოეული მათგანის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას და პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლას”, - ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები გადაცემაში „МОЛНІЯ".

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner