logo_geo
eng_logo
იროდი ასანიშვილი: უბედური და საზარელი ამბავი შევიტყვე...
- +

29 ივნისი. 2016. 17:32


პოეტი იროდი ასანიშვილი სულხან მოლაშვილის შესახებ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:


ბავშვობის წლებიდან მოგონება

ხლა ვიჯექი და გამახსენდა, 2001 წელს ლომისობას ყაზბეგში აღმოვჩნდი მეგობრებთან ერთად.

სულ რაღაც ხუთმეტი წლის ვიყავი.

ხალხის სიმრავლემ და ლუდის მოხარშვამ ჩემი და ჩემი მეგობრის ყურადღებაც მიიპყრო, მიუახლოვდით იქაურობას და ჯემენურად ჩაცმული ორი პიროვნება მხიარული სახეებით უცქერდა ლუდსახარშს.

მეც მათ გვერდით დავდექი, რადგან ყაზბეგის რაიონის მაშინდელ გამგებელთან გოდერძი მარსაგიშვილთან და ყაზბეგის საბაჟოს უფროსთან ელიზბარ ჯანუყვაშვილთან ვიყავი სტუმრად.

გოდერძი ბიძიამ გამაცნო ორი პიროვნება, ეს გახდათ ბატონი სულხან მოლაშვილი და ლადო ჭანტურია.

მაშინ ბატონი სულხანი კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახდათ და ბატონი ლადო - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ორივემ უდიდესი სითბო და სიყვარული მაჩუქეს. როდესაც თბილისისაკენ წამოსვლა გადავწყვიტეთ, სულხან ბიძიამ მითხრა: - მოდი, ჩემს ავტომანქანაში დაჯექიო, დავჯექი და ყაზბეგიდან თბილისამდე ლექსების კითხვა არ გამიჩერებია.

ასე მოუახლოვდით თბილის, მკითხეს, სად ცხოვრობო. ვერაზე-მეთქი. მეც იქ ქვს სახლიო და ჩემს ქუჩაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ რომ მიმიყვანა და გადმოვედი ავტომანქანიდან, თან თავის ტელეფონის ნომერიც გადმომცა. ამაყად ამოუყევი და მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდი სახლის კარს.

ეს ყოველივე ჩემს მამიკოს და დედიკოს მოუყევი.

2002 წლის თებერვლის თვეში შეუძლოდ გავხდი და გამოვიძახე სასწრაფო დახმარება. გადამიყვანეს მაშინდელი მერვე საავადმყოფოში, ანდრიაძის სახელობის კარდიოლოგიურ განყოფილებაში, არცთუ კარგი პასუხები მოყვა გამოკვლევას და გადაწყვიტეს, რომ დავეწვინე გარკვეული დროით ექიმების მთვალყურეობის ქვეშ.

ექიმები ცოტა არ იყოს გულგრილადაც იქცეოდნენ, კარგად მახსოვს, ამ დროს ჩავხედე მისამართების სიას და ბატონი სულხანის ხელით დაწერილ ტელეფონის ნომერს წავაწყდი. დაურეკე, მოვიკითხე. კვლავ თბილად შემხვდა, გამომკითხა, თუ როგორ ვიყავი და სად.

უპასხე ყოვლივე ჭეშმარიტება, დავმთავრეთ საუბრი, დავემშვიდობე. არ მეგონა, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა.

გავიდა ამდენიმე საათი და კარზე კაკუნია. ჩამძინებია, გვერდით მეგობარი მყავდა და თავს მედგა. ამ დროს მეგობარი მაღვიძებს და რას ვხედავ: სულხანი ბიძია ორი უშველებელი პარკით ხელში თავისი მტკიცე ნაბიჯებით შემობრძანდა თან შეძახილით შემომეგება, აქ მყავს დიდი პოეტიო, სიხარულისგან, რომ არ მოგატყუოთ, მეგონა, ამოვჯამრთელდი.

წამოდგომა ვცადე, მაგრამ ადგომის საშუალება ძია სულხანმა არ მომცა.

ვფიცავ მამის საფლავს და ჩემს სალოცავ დედიკოს სიცოცხლეს, ზუსტად სამოცდათორმეტი დღე ვიწექი ზემოხსენებულ საავადმყოფოში და ყოველ დღე თუ არა, ძია სულხანი თავის უძვირფასეს მეუღლესთან ერთად ყოველ მეორე დღეს მაკითხავდა.

გამოჯანმრთელების და მოწერის დროს ძია სულხანმა მძღოლი ავტომანქანითურთ სავადმყოფოს კართან დამახვედრა.

მისმა დაცვამ კი კარი გამიღო გაოცებული და გაკვირვებული უყურებდი თექვსმეტიოდე წლის ბავშვი.

ამ დროს ავტომანქანიდან ხმა ემმესმა, დიდო პოეტო, გთხოვთ, დაბრძანდეთ და კვლავ პოეზიის ხუთწუთეული მოვაწყოთო. ამაყად ჩაიცინა და მეც მედგრად დავჯექი.

მიდოდა ავტომანქანა და არც კი მიკითხავს, სად მივდიოდით, ბატონმა სულხანმა ვაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა გააჩერებინა მძღოლს და შემიყვანა ადიდას" ფირმის მაღაზიაში და სპორტულები და ბოტასები მიყიდა.

შემდეგ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორან არაგვში" წამიყვანა.

იქ უამრავი ხალხი დახვდა ძია სულხანს.

რომელმაც წარმადგინა:- იცით, ეს ახალგაზრდა კაცი დიდი პოეტია და ჩვენს პურმარილს ლექსებით გაახალისებსო.

ასე გრძელდებოდა ჩვენი ბიძა-ძმიშვილური ურთიერთობა, რომელიც უანგარო სიკეთით აღვსილი გახდათ, შემდეგ მრავალჯერ მივდიოდი ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან კონტროლის პალატის სამსახუში.

ერთ დღესაც ძია სულხანს მივაკითხე თავის სამუშაო კაბინეტში. შევედი და მის თბილ მოპყრობას, თითქოს და ვისისხორცებდი. ამ დროს სულხანი ძიამ მითხრა, ამოდი, წავიდეთ, სამუშაო საათები დამთავრდა და არ მოგშივდა ამხელა კაცსო, მეც ღიმილით ავდექი, გავყევი.

შენობიდან გამოვდიოდით ერთად, ამ დროს რამდენიმე შავშემოსილი მანდილოსანი შემოხვდა ძია სუხანს და შესჩივლეს თავიანთი გაჭირვება, ძია სულხანმა ყველას ქველმოქმედება გაუწია, მისამართები გამოართვა და დაემშვიდობა.

მეგონა, ამ ხელგწვდით დამთავრდებოდა ყოვლივე. როდესაც ძია სულხანმა სახლში დამტოვა, მითხრა:- ჩემო იროდი, ხვალ დილით გამოგივლის მძღოლი და სიას გადმოგცემს, შენ უკვე დიდი კაცი ხარ, სიის მიხედვით შეიძინეთ ყველაფერი, რაც საჭიროა.

ამ ხუთმეტივე მისამართზე მიდით და გადაეცი იმ შაოსან დედებს ჩემგან გაგზავნილი ამანათებიო.

თან ლამაზი ლექსებით შეამკეო. რა თქმა უნდა დავთანხმდი. ასე გრძელდებოდა ორიათას სამ წლამდე კვირაში ერთი დღე, როდესაც ძია სულხანი უანგაროდ თესდა აკეთებდა სიკეთეს. შემდეგ ყველასთვის ცნობილია მისი უდანაშაულოდ დაკავება და წამების ფაქტები. აი, დღეს კი ეს უბედური და საზარელი ამბავი შევიტყვე.

რომ არ ამომეღო ეს ყოველივე გულიდან, გული გამისკდებოდა, ჩემო ძვირფასებო.

იგი ზეცად ამაღლდა და უფალს ვთხოვ, ნათელში იყოს მისი წმიდა ვაჟკაცური და სიკეთით აღვსილი სული.

ძია სულხანის გარდაცვალებით საქართველომ კიდევ ერთხელ დალია სული", - წერს იროდი ასანაშვილი



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner