logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: წყალტუბოს გენგეგმის კონკურსში გამარჯვებული კომპანიები კურორტის განვითარების კონცეფციას უახლოეს მომავალში წარადგენენ
- +

20 ოქტომბერი. 2020. 20:41

 

 

„წყალტუბოს გენგეგმის საკონკურსო განაცხადების პრეზენტაცია, უახლოეს მომავალში უშუალოდ წყალტუბოში გაიმართება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილე სამივე ქართულ კომპანიას ჰყავს გამოცდილი უცხოელი პარტნიორი და თითოეული მათგანი კურორტის განვითარების კონცეფციას წყალტუბოში წარადგენს.

 

მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

 

 

„გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ უკვე გენგეგმა გვიჩვენებს, თუ რა მოცულობების მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ის ძირითადი საინვესტიციო პროექტები, მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში უნდა მოხვდნენ.

 

ამის შემდეგ, უკვე ეკონომიკის სამინისტრო გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად განსაზღვრავს, თუ რა ახალი ტიპის ინფრასტრუქტურაზე უნდა გამოაცხადოს საინვესტიციო წინადადებები.

 

ჩვენ არ ველოდებით წყალტუბოს გენგეგმას, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და უკვე გენგემის შერჩევის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო შეძლებს საინვესტიციო პროექტების გამოქვეყნებას და საშუალება გვექნება არა მხოლოდ წყალტუბოში, არამედ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner