logo_geo
eng_logo
ბექა ფერაძე: მიმდინარე დღეებში თბილისში დაჯარიმებული 11 ობიექტიდან, სამში სამართალდარღვევის განმეორებითი ფაქტი დაფიქსირდა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 20:59

 

 

„ტერიტორიებზე, სადაც დაწესებულია შეზღუდვები, აქტიურად ვაწარმოებთ მონიტორინგს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისად ვრეაგირებთ“, - ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

 

„მიმდინარე დღეებში ჩატარდა ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

თბილისში გამოვლინდა სამართალდარღვევის 11 ფაქტი. გეგმურად კვლავ გადავამოწმეთ ეს ობიექტები და დაფიქსირდა სამი სამართალდარღვევის განმეორებითი ფაქტი, რის შესახებაც ჩვენ შსს-ს შევატყობინეთ. სამივე ობიექტის მიმართ დაწყებულია გამოძიება“, - აღნიშნა ფერაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner