logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ყველანი ციხეში! ამ ხალხის გამოსწორება სხვანაირად არ იქნება!
- +

20 ოქტომბერი. 2020. 22:03

 

 

„ნუთუ ეს მოღალატეები და გარეწრები ვერ ხვდებიან, რომ მელაშვილი და ილიჩოვა სულაც რომ დამუნჯდნენ, გამოძიება თითოეულ მოღალატემდე მივა და სოროდან ამოათრევს? ნაძირალა სააკაშვილისა არ იყოს, მართლაცდა – ყველანი ციხეში! ამ ხალხის გამოსწორება სხვანაირად არ იქნება!!!“ - ამის შესახებ  „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ დასავალს“ დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„სააკაშვილი იყო მანიაკი და უდანაშაულო ადამიანების მისამართით პარლამენტში ბღაოდა – „ყველანი ციხეში!“ მე ასე ვიტყვი – მხოლოდ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი კი არა, არამედ ციხეში ასევე უნდა ჩასხდნენ: სააკაშვილი, ნინო კალანდაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე და ყველა ის პირი, ვინც კი 2003-2012 წლებში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში უმაღლეს პოსტებს იკავებდა! ყველა უნდა დაიკითხოს უმკაცრესად და ჩატარდეს ზეკომპეტენტური გამოძიება. ჯერ ერთი, რა უნდოდა ქართულის არმცოდნე ნატალია ილიჩოვას საზღვრის დამდგენ სახელმწიფო კომისიაში ექსპერტ-კარტოგრაფად? აქედანაც ჩანს, თუ როგორი სერიოზულობით უდგებოდნენ ესენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეს. ახლა სააკაშვილსა და მის ხროვას – ამ მოღალატეებს, არჩეული აქვთ ასეთი ტაქტიკა – აქებენ და ადიდებენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აქაოდა, ესენი გმირები არიან, რომლებსაც რეჟიმი სრულიად უდანაშაულოდ ტანჯავსო! ამით უნდათ, მელაშვილი და ილიჩოვა დაანამუსონ – ხელი ჩვენკენ არ გამოიშვიროთ, ჩვენი სახელი და გვარი არსად ახსენოთო!

 

ნუთუ ეს მოღალატეები და გარეწრები ვერ ხვდებიან, რომ მელაშვილი და ილიჩოვა სულაც რომ დამუნჯდნენ, გამოძიება თითოეულ მოღალატემდე მივა და სოროდან ამოათრევს? ნაძირალა სააკაშვილისა არ იყოს, მართლაცდა – ყველანი ციხეში! ამ ხალხის გამოსწორება სხვანაირად არ იქნება!!!“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner