logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდეც!
- +

20 ოქტომბერი. 2020. 22:22

 

რატომ ცდილობს ზოგიერთი ვაი-ქართველი ჩვენი დავითგარეჯი აზერბაიჯანის საკუთრებად გამოაცხადოს?

 

ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა პროპაგანდისტულმა სამსახურებმა რუსეთის გასაპიარებლად ახალი ხერხი მოიფიქრეს და მათ მიერვე დიდი ხნის წინათ წამოწყებული კამპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული განწყობის გაძლიერებას ემსახურება, სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანეს.

 

აქამდე ისე ხდებოდა, რომ ნაცები, ლიბერასტები და მათი მედიასაშუალებები რუსეთს – საქართველოს ეროვნული ფასეულობების ქომაგად და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველად, დასავლეთს კი ყოველგვარი უზნეობის, გარყვნილებისა და ანტიეროვნულობის კულტივატორად წარმოაჩენდნენ.

 

ნაცლიბერასტთა პროპაგანდის სტილი ასეთი იყო: ვინც ეროვნულ ღირებულებებს, ქართულ ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, ეკლესიასა და პატრიარქს იცავს, ხოლო ლგბტ პროპაგანდას, გეიაღლუმებსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეწინააღმდეგება, რუსეთუმე და კრემლის აგენტია;

 

სამაგიეროდ, ვინც ეროვნულ ღირებულებებს, ქართულ ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, ეკლესიასა და პატრიარქს ებრძვის, ხოლო ლგბტ პროპაგანდას, გეი-აღლუმებსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მიესალმება, პროდასავლელი და პროგრესის მებაირახტრეა.

 

 

წლების განმავლობაში ნაცების ასეთი პროპაგანდის შედეგად საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული განწყობა გაძლიერდა და პროდასავლური განწყობა შესუსტდა.

 

ადამიანები ამბობენ – თუ რუსეთი, საკუთარი აგენტების მეშვეობით, ჩვენს ეროვნულობას, ტრადიციებს, რწმენასა და დედაეკლესიას იცავს, მაშინ გაუმარჯოს რუსეთს, ხოლო, თუ დასავლეთი მამათმავლობას, სოდომისტურ აღლუმებსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გვახვევს თავს, მაშინ ძირს დასავლეთი!

 

აი, ამას მიაღწიეს ნაცლიბერასტებმა თავიანთი პროპაგანდით, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე კმაყოფილები მაინც არ არიან და მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოსახლეობას რუსეთი მთლად ისე ვერ შეაყვარეს, როგორც საჭიროა.

 

ჰოდა, მოიფიქრეს ახალი პროპაგანდა: რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქართული მიწების დამცველადაც უნდა წარმოაჩინონ!

 

ქართველ ხალხს უნდა უთხრან, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიის ნაწილს, მასზე განთავსებული ისტორიული ძეგლებითა და სიწმინდეებით, რუსეთის ხელშეწყობით იბრუნებს!

 

ქართველ საზოგადოებაში უნდა შექმნან მოლოდინი, რომ, თუ რუსეთი სხვა ქვეყნის მიერ დასაკუთრებული ქართული მიწის დაბრუნებაში გვეხმარება, ხვალ-ზეგ იმასაც დაგვიბრუნებს, რაც თვითონ წაგვართვა!

 

 

სწორედ ამიტომ გაჰკივის ნაცპროპაგანდა, რომ დავითგარეჯის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეზე დაწყებული გამოძიების უკან რუსეთის ინტერესი იმალება!

 

სწორედ ამიტომ ცდილობენ, რუსეთთან დააკავშირონ შვეიცარიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ვინც საქართველოს იმ რუკის დედნის მოპოვებაში დაეხმარა, რომლითაც მტკიცდება, რომ დავითგარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოს საკუთრებაა!

 

სწორედ ამიტომ აცხადებენ რუსეთის აგენტად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ იერარქებს, რომლებიც დავითგარეჯის საკითხზე გამოძიების დაწყებას მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ მალე გაირკვევა, თუ რატომ და რის ფასად გადასცა სააკაშვილის ხელისუფლებამ აზერბაიჯანს 3500 ჰექტარი ქართული მიწა და დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი!

 

სააკაშვილის ტელეკანალიზაცია „მთავარი არხის“ გენერალურმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ ჭუტა წერეთლის ტელეკანალიზაცია „ტვ პირველის“ ეთერში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს „რუსეთის აგენტი“ ეძახა და განაცხადა – „ეგ, საერთოდ, ვინ ჩემი ფეხებია?“

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე იერიში მიიტანა იმავე ტელეკანალიზაცია „მთავარი არხის“ კიდევ ერთმა სახემ ეკა კვესიტაძემ, რომელმაც მეუფე შიოს შესახებ „ფეისბუქში“ დაწერა – „მაინც რა უნიჭოა და უქარიზმოა ეს კაცი, ეჰ, არადა, რამდენი რესურსი ჩადეს რუსებმა“.

 

სააკაშვილის პუდელი გვარამია და სააკაშვილის ფინია კვესიტაძე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მხოლოდ იმიტომ აუწკავწკავდნენ, რომ მეუფე შიომ განაცხადა – „მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავითგარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად“.

გასაგებია, რატომაც არის ისტერიკაში სრულიად სანაცეთი – ისინი შიშობენ, რომ დავითგარეჯის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის კვალი, საბოლოო ჯამში, მათ ბელადთან მივა, რადგან სააკაშვილის გარდა ამას ვერავინ იზამდა, მაგრამ რატომ ცდილობენ, საქმეში რუსეთი გაიყვანონ?

 

რატომ ამბობენ, რომ საქართველოს მიერ საკუთარი მიწისა და სიწმინდეების დაბრუნება რუსეთის ინტერესშია!

 

ვერ ხვდებიან, რომ ამით რუსეთს რეკლამას უკეთებენ და საქართველოს მოსახლეობის თვალში დადებითად წარმოაჩენენ?

 

რა თქმა უნდა, ხვდებიან!

 

იგივე გვარამია უზნეო და ნამუსგარეცხილია, თორემ, სულელი ნამდვილად არ არის და ყოველთვის კარგად იცის, რას რატომ აკეთებს!

 

რაც შეეხებათ სხვა პარტიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საოცარი მონდომებით ამტკიცებენ, რომ დავითგარეჯის ნაწილი საქართველოს კი არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის, ისინი, უბრალოდ, ბრიყვი მავნებლები არიან.

 

– არიქა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ქულები არ ჩაიწეროს და ისე არ გამოჩნდეს, თითქოს, სააკაშვილის მიერ გაყიდულ დავითგარეჯს ესენი იბრუნებენ!

 

საქართველოს მოსახლეობამ არ დაიჯეროს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც არათუ ტერიტორიები არ დაუკარგავს, არამედ წინამორბედის მიერ დაკარგულ-გასხვისებულსაც კი იბრუნებს! – აი, ამას ფიქრობენ ავყია პოლიტიკანები, რომელთა ერთადერთი მიზანიც პარლამენტში მოხვედრა და სადეპუტატო მანდატის ჯიბეში ჩადებაა, დავითგარეჯი და საქართველო კი ჭირსაც წაუღია.

საერთოდ, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ორი საკვანძო მომენტი იყო, როცა პოლარიზებული პოლიტიკური, სამოქალაქო და მედიასპექტრი ერთ მუშტად უნდა შეკრულიყო და წმინდა პატრიოტული მოტივით, გვერდით დასდგომოდა ქართულ სახელმწიფოს.

 

პირველი იყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელის ქუჩაზე, როდესაც ჩვენმა სპეცსამსახურებმა ახმედ ჩატაევის დაჯგუფება გაანეიტრალეს და ამ სპეცოპერაციას სპეცრაზმელ ვანო გოლოშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მაშინ ნაცლიბერალური პოლიტიკური სპექტრი, მედია და არასამთავრობო სექტორი, ემოციურად და მორალურად, ცალსახად დადგა ტერორისტების მხარეს, ქართული სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ.

 

მეორე მომენტი კი დღეს არის, როცა იგივე ნაცლიბერალური პოლიტიკური სპექტრი, მედია და არასამთავრობო სექტორი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს და კბილებიდან ოფლის გამოდინებამდე ცდილობს დაამტკიცოს, რომ დავითგარეჯი საქართველოს კი არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის.

 

ასეთი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი სულიერები ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ისრაელში, დიდი ხნის წინათ გაქრებოდნენ ისე, რომ ვერც თვითონ გაიგებდნენ და ვერც პატრონი მიაგნებდა.

 

თუმცა, საქართველო ისრაელი არ არის და ჩვენ არ გვყავს მოსადი!

 

ჩვენ გვყავს მოსადისტო პოლიტიკანები, ენჯეოელები და ჭურნალისტები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას სიამოვნებით ებრძვიან.

 

ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდეც!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner