logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენს ოპონენტებს აწყობთ, რომ ქვეყანაში ქაოსი იყოს - არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 22:52

 

 

ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე წამოგება ან ძალადობის ინსტრუმენტად ქცევა წინასაარჩევნო პროცესში მიიღებს საკადრის პასუხს, რომელი პარტიის ან კანდიდატის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

 

ჩვენს ოპონენტებს აწყობთ, რომ ქვეყანაში მეტი ქაოსი და სპეკულაციები იყოს.

 

მინდა, პირველ რიგში, როგორც კანდიდატმა, ჩვენს ამომრჩეველსა და აქტივს მივმართო - ხალხს, ვინც საარჩევნო რეჟიმში „ქართლი ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის ერთად განვითარებისა და წარმატებისთვის იბრძვის - არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს.

 

ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე წამოგება ან ძალადობის ინსტრუმენტად ქცევა წინასაარჩევნო პროცესში მიიღებს საკადრის პასუხს, რომელი პარტიის ან კანდიდატის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი.

 

კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ასე იქნება მომავალშიც.

 

ჩვენი მთავარი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე და ჩვენს ამომრჩეველთან მუშაობა, ვინაიდან ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ხალხს არჩევანი დაუბრუნა და გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს.

 

31 ოქტომბერს, ისევე როგორც წინა წლებში, ხალხმა უნდა თქვას, ვინ უნდა იყოს მომავალი 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში.

 

ჩვენ, კანდიდატები, უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩევლებს და ამომრჩეველმა უნდა დაგვისვას კითხვები.

 

რეგიონებში, საარჩევნო პროგრამის წარდგენის ფორმატში ჩვენ ვცემთ სერიოზულ პასუხებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა მომავალი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner