„„ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა პროპაგანდისტულმა სამსახურებმა რუსეთის გასაპიარებლად ახალი ხერხი მოიფიქრეს და მათ მიერვე დიდი ხნის წინათ წამოწყებული კამპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული განწყობის გაძლიერებას ემსახურება, სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ წერს.
“აქამდე ისე ხდებოდა, რომ ნაცები, ლიბერასტები და მათი მედიასაშუალებები რუსეთს – საქართველოს ეროვნული ფასეულობების ქომაგად და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველად, დასავლეთს კი ყოველგვარი უზნეობის, გარყვნილებისა და ანტიეროვნულობის კულტივატორად წარმოაჩენდნენ.
ნაცლიბერასტთა პროპაგანდის სტილი ასეთი იყო: ვინც ეროვნულ ღირებულებებს, ქართულ ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, ეკლესიასა და პატრიარქს იცავს, ხოლო ლგბტ პროპაგანდას, გეიაღლუმებსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეწინააღმდეგება, რუსეთუმე და კრემლის აგენტია;
სამაგიეროდ, ვინც ეროვნულ ღირებულებებს, ქართულ ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, ეკლესიასა და პატრიარქს ებრძვის, ხოლო ლგბტ პროპაგანდას, გეი-აღლუმებსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მიესალმება, პროდასავლელი და პროგრესის მებაირახტრეა.
წლების განმავლობაში ნაცების ასეთი პროპაგანდის შედეგად საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული განწყობა გაძლიერდა და პროდასავლური განწყობა შესუსტდა.
ადამიანები ამბობენ – თუ რუსეთი, საკუთარი აგენტების მეშვეობით, ჩვენს ეროვნულობას, ტრადიციებს, რწმენასა და დედაეკლესიას იცავს, მაშინ გაუმარჯოს რუსეთს, ხოლო, თუ დასავლეთი მამათმავლობას, სოდომისტურ აღლუმებსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გვახვევს თავს, მაშინ ძირს დასავლეთი!
აი, ამას მიაღწიეს ნაცლიბერასტებმა თავიანთი პროპაგანდით, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე კმაყოფილები მაინც არ არიან და მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოსახლეობას რუსეთი მთლად ისე ვერ შეაყვარეს, როგორც საჭიროა.
ჰოდა, მოიფიქრეს ახალი პროპაგანდა: რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქართული მიწების დამცველადაც უნდა წარმოაჩინონ!
ქართველ ხალხს უნდა უთხრან, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიის ნაწილს, მასზე განთავსებული ისტორიული ძეგლებითა და სიწმინდეებით, რუსეთის ხელშეწყობით იბრუნებს!
ქართველ საზოგადოებაში უნდა შექმნან მოლოდინი, რომ, თუ რუსეთი სხვა ქვეყნის მიერ დასაკუთრებული ქართული მიწის დაბრუნებაში გვეხმარება, ხვალ-ზეგ იმასაც დაგვიბრუნებს, რაც თვითონ წაგვართვა!
სწორედ ამიტომ გაჰკივის ნაცპროპაგანდა, რომ დავითგარეჯის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეზე დაწყებული გამოძიების უკან რუსეთის ინტერესი იმალება!
სწორედ ამიტომ ცდილობენ, რუსეთთან დააკავშირონ შვეიცარიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ვინც საქართველოს იმ რუკის დედნის მოპოვებაში დაეხმარა, რომლითაც მტკიცდება, რომ დავითგარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოს საკუთრებაა!
სწორედ ამიტომ აცხადებენ რუსეთის აგენტად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ იერარქებს, რომლებიც დავითგარეჯის საკითხზე გამოძიების დაწყებას მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ მალე გაირკვევა, თუ რატომ და რის ფასად გადასცა სააკაშვილის ხელისუფლებამ აზერბაიჯანს 3500 ჰექტარი ქართული მიწა და დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი!“, - წერს ხუბუა.