logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი დავით გარეჯის საკითხზე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას „მოღალატეობრივს“ უწოდებს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 23:04

 

 

„პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] რომელიც უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, შეგუებული იყო იმას, რომ ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას მოლაპარაკებებში მიჰქონდა ის ტერიტორია, რომელიც არის ქართული მიწა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით,  მმართველ გუნდში კარგად იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და მშვიდობის გარანტი არ იყო.

 

ახლა უკვე ვხედავთ, რომ ეს ხალხი არაფრის გარანტი არ იყო და არ იყო არც გარანტი იმისა, რაც არის ჩვენი ფუნდამენტი, არსებობის მიზანი - ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული იდენტობა.

 

რას ნიშნავს იყო ქართველი დავითგარეჯის იმ მთლიანი ტერიტორიის გარეშე, რომელზეც დღეს მიდის საუბარი.

 

ეს უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს.

 

პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს (კონსტიტუციაში უწერია ასე მას) ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, შეგუებული იყო (ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი პოზიცია) იმას, რომ ჩვენს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას მოლაპარაკებებში მიჰქონდა ასე ვთქვათ ის ტერიტორია, რომელიც არის ქართული მიწა“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner