logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: „ნაცები“ შიშობენ, რომ დავითგარეჯის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის კვალი მათ ბელადთან მივა - ამიტომ არიან ისტერიკაში
- +

20 ოქტომბერი. 2020. 23:04

 

 

„გასაგებია, რატომაც არის ისტერიკაში სრულიად სანაცეთი – ისინი შიშობენ, რომ დავითგარეჯის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის კვალი, საბოლოო ჯამში, მათ ბელადთან მივა, რადგან სააკაშვილის გარდა ამას ვერავინ იზამდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„სააკაშვილის ტელეკანალიზაცია „მთავარი არხის“ გენერალურმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ ჭუტა წერეთლის ტელეკანალიზაცია „ტვ პირველის“ ეთერში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს „რუსეთის აგენტი“ ეძახა და განაცხადა – „ეგ, საერთოდ, ვინ ჩემი ფეხებია?“

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე იერიში მიიტანა იმავე ტელეკანალიზაცია „მთავარი არხის“ კიდევ ერთმა სახემ ეკა კვესიტაძემ, რომელმაც მეუფე შიოს შესახებ „ფეისბუქში“ დაწერა – „მაინც რა უნიჭოა და უქარიზმოა ეს კაცი, ეჰ, არადა, რამდენი რესურსი ჩადეს რუსებმა“.

 

სააკაშვილის პუდელი გვარამია და სააკაშვილის ფინია კვესიტაძე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მხოლოდ იმიტომ აუწკავწკავდნენ, რომ მეუფე შიომ განაცხადა – „მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავითგარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად“.

 

გასაგებია, რატომაც არის ისტერიკაში სრულიად სანაცეთი – ისინი შიშობენ, რომ დავითგარეჯის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის კვალი, საბოლოო ჯამში, მათ ბელადთან მივა, რადგან სააკაშვილის გარდა ამას ვერავინ იზამდა, მაგრამ რატომ ცდილობენ, საქმეში რუსეთი გაიყვანონ?

 

რატომ ამბობენ, რომ საქართველოს მიერ საკუთარი მიწისა და სიწმინდეების დაბრუნება რუსეთის ინტერესშია!

 

ვერ ხვდებიან, რომ ამით რუსეთს რეკლამას უკეთებენ და საქართველოს მოსახლეობის თვალში დადებითად წარმოაჩენენ?

 

რა თქმა უნდა, ხვდებიან!

 

იგივე გვარამია უზნეო და ნამუსგარეცხილია, თორემ, სულელი ნამდვილად არ არის და ყოველთვის კარგად იცის, რას რატომ აკეთებს!

 

რაც შეეხებათ სხვა პარტიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საოცარი მონდომებით ამტკიცებენ, რომ დავითგარეჯის ნაწილი საქართველოს კი არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის, ისინი, უბრალოდ, ბრიყვი მავნებლები არიან.

 

– არიქა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ქულები არ ჩაიწეროს და ისე არ გამოჩნდეს, თითქოს, სააკაშვილის მიერ გაყიდულ დავითგარეჯს ესენი იბრუნებენ!

 

საქართველოს მოსახლეობამ არ დაიჯეროს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც არათუ ტერიტორიები არ დაუკარგავს, არამედ წინამორბედის მიერ დაკარგულ-გასხვისებულსაც კი იბრუნებს! – აი, ამას ფიქრობენ ავყია პოლიტიკანები, რომელთა ერთადერთი მიზანიც პარლამენტში მოხვედრა და სადეპუტატო მანდატის ჯიბეში ჩადებაა, დავითგარეჯი და საქართველო კი ჭირსაც წაუღია“, - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner