logo_geo
eng_logo
გიგა ბოკერია: სააკაშვილი ახლაც საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 23:06

 

 

"ევროპულის საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მისი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, ამის შესახებ გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

 

"ჩვენ, განსხვავებით დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი ლიდერისგან, ვიძახით, რომ წარსულზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. მომავალზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მასთან ერთად. სწორედ ამიტომ, არ დავუჭერთ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს. სააკაშვილმა ამ პერიოდიდან ვერ გამოიტანა სწორი დასკვნა და ახლაც საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერზე. მისი ხედვა ჩვენისგან განსხვავდება თითქმის ყველაფერში, დაწყებული მისი სიტყვის ფასიდან, როცა 30-ჯერ იტყვი, რომ ჩამოვალ. სააკაშვილი სწორედ იმიტომ აკეთებს ყველაფერს, რომ 2012-მდე  ვითარებაში დაბრუნება უნდა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner