„ჩემი აზრით, საქმე ძალიან მარტივადაა – ერთ მხარეს დგანან პატრიოტი ქართველები, ხოლო მეორე მხარეს – მოღალატე „სოკარელები“, რომლებიც აზერბაიჯანული „სოკარისგან“, როგორც ჩანს, ფულს იღებენ“, - ასე უპასუხა „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ ამბობენ ეთნიკური ქართველები, რომ დავით-გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნის.
„ჩემი აზრით, საქმე ძალიან მარტივადაა – ერთ მხარეს დგანან პატრიოტი ქართველები, ხოლო მეორე მხარეს – მოღალატე „სოკარელები“, რომლებიც აზერბაიჯანული „სოკარისგან“, როგორც ჩანს, ფულს იღებენ.
ესენი არიან თურქეთისა და აზერბაიჯანის გაშიფრული აგენტები, რომლებიც უკვე აღარაფერს მალავენ! მაგალითად, ნაძირალა დავით ბერძენიშვილი გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა – 3500 ჰექტარი მიწის გულისთვის ხომ ვერ დავუპირისპირდებით აზერბაიჯანსო?! სააკაშვილი გაიძახის – სიტუაციას ვერ დავძაბავთო! ყარაბაღის კონფლიქტი ოცდაათი წელიწადია ვერ გვარდება და რა გავაკეთოთ, ხმა არ ამოვიღოთ? კიდევ 50 წელიწადი დავიცადოთ და მერე, როცა აღარ დავრჩებით, მაშინ ავტეხოთ წივილ-კივილი – დავითგარეჯი ჩვენიაო?! გაოგნებული ვარ... საცოდავო საქართველო, თურმე რამდენი მოღალატე გყოლია! ყარაბაღის კონფლიქტი სულ იქნება, სომეხი და აზერბაიჯანელი მანდ ვერ მორიგდება, რადგან რუსს აწყობს ასე და რა ვქნათ, რას ვუყუროთ, ვის ვუყუროთ, ჩვენი ინტერესები არ დავიცვათ?“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.