logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რატომ გააქრეს 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლი - ეს ყველაფერი ეჭვებს იწვევს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 23:33

 

 

„ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას  განაცხადა.

 

მან ამ ჭრილში სისხლის სამართლის კოდექსიდან გამქრალ ღალატის მუხლზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„მაქვს კითხვა, 2007 წელს რატომ გააქრეს სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსიდან ღალატის მუხლი.

 

ეს ყველაფერი რბილად რომ ვთქვათ, იწვევს ეჭვებს. ეს

 

მუხლიც, ალბათ, ახალი მოწვევის პარლამენტში დასაბრუნებელი იქნება ჩვენს კოდექსში, რადგან სამშობლს ღალატს უნდა ერქვას ღალატი და არა რაღაც სხვა რომანტიული სიტყვები, რომლებიც მათ კოდექსში სანაცვლოდ შეიტანეს.

 

 

მესმის, რომ ისინი დღეს თავის მართლების რეჟიმში არიან, ასევე არ უნდათ აჩვენონ, რომ ნირწამხდრები არიან, მაგრამ მათ მოუწევთ, ძალიან სერიოზულ კითხვებს გასცენ პასუხი, არა მარტო მომავალ პარლამენტში, რომელშცი დარწმუნებული ვარ, ძალიან პატარა ჯგუფით იქნებიან წარმოდგენილი, არამედ დღეიდან.

 

მათ უნდა გასცენ პასუხი კითხვას, სად წავიდა ეს მუხლი და რატომ?!“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner