logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: სიმშვიდე ჩვენი ინტერესია, არეულობა, პროვოკაციები და დაძაბულობა კი, ჩვენი ოპონენტების
- +

20 ოქტომბერი. 2020. 23:34

 

 

„11 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და არ გამოვრიცხავ, რომ ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები კიდევ გამწვავდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

 

მისი თქმით,  ოპონენტების მხრიდან მცდელობაა იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი მიადგეს, "ქართული ოცნება“ კი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას.

 

„შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად მშვიდები იყვნენ. სიმშვიდე და სიწყნარე ჩვენი ინტერესია. არეულობა, პროვოკაციები და დაძაბულობა ჩვენი ოპონენტების ინტერესია. ამიტომ, ნუ წამოვეგებით პროვოკაციებს. არჩევნები მალე მოვა და ყველაფერი მშვიდობიანად, ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება“, - განაცხადა კახიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner