logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მიშას ორი დღის განმავლობაში მისი „შნირები“ სტუმრობდნენ
- +

29 ივნისი. 2016. 17:35



„ნაციონალური მოძრაობის" რაიონული და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები პარტიის ლიდერებთან ერთად ექს-პრეზიდენტსა და ოდესის გუბერნატორს უკრაინაში სტუმრობდნენ. როგორც ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ადგილობრივმა ლიდერებმა განაცხადეს, სააკაშვილთან წინასაარჩევნო კამპანიის გეგმებზე, პარტიის სლოგანსა და ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებაზე იმსჯელეს.


წყალტუბოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მამუკა საღარეიშვილის თქმით, ოდესაში სააკაშვილის ნახვა მას 250 ლარი დაუჯდა.


ბათუმის აეროპორტიდან წავედით. 250 ლარი დაგვიჯდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი 2-დღიანი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ პარტიის გეგმებზე, სლოგანსა და სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებაზე. ის, რომ მიშა საქართველოში უნდა დაბრუნდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან ეს არის პირი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის აღმშენებლობასა და პროგრესს", -განაცხადა საღარეიშვილმა.


წყალტუბოს რაიონული ხელმძღვანელისაგან განსხვავებით, სამტრედიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე აცხადებს, რომ მგზავრობისა და საკვების ხარჯები მას არ დაუდია.


ნამდვილად არ მიკითხავს და არ ვიცი, ვინ დაფარა ხარჯები. ვიცი ერთადერთი ის, რომ ეს შეხვედრა იყო ნაყოფიერი და მომავალზე გათვლილი. მიშამ წარსულში რაც ისაუბრა, ყველაფერი ახდა და მჯერა, რომ ის, რაც ორი დღის განმავლობაში გვესაუბრა, მომავალშიც განხორციელდება", -განაცხადა შუბლაძემ.


ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი შეხვედრა. რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ვისაუბრეთ გეგმებზე, ხედვებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტშია. ასევე, საუბარი იყო მაჟორიტარების სავარაუდო კანდიდატებზე. სკაიპ-ჩართვები ექს-პრეზიდენტთან გუნდს მუდმივად აქვს. ასევე, ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრეთ, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ხომ არ ჩამოსულიყო მიშა და საზღვარზე შევხვედროდით ერთმანეთს. საბოლოოდ კი ოდესა გადაწყდა", -განაცხადა თევდორაძემ.


„ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერების ვიზიტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე „ნაციონალები" მზაკვრულ გეგმას შეიმუშავებდნენ.


მიშას ორი დღის განმავლობაში შნირები" სტუმრობდნენ. ის ადამიანები, რომლებსაც ღირსება არასდროს არ ჰქონდათ. ამ ადამიანებს ოდესის გუბერნატორი ისეთი რაღაცეებით გაუტენიდა თავს, მართლაც საშიშები გახდებიან", -განაცხადა ნიშნიანიძემ.


შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერები მიხეილ სააკაშვილს ოდესაში 25-26 ივნისს სტუმრობდნენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner