logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ყოველ არჩევნებზე, იქ, სადაცაა ნიკა მელია და ეს ზონდერ-ჯგუფები, ყოველთვის ქაოსი და დაძაბულობაა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 00:17

 

 

„ნიკა მელია არ ენდობა გლდანელებს და ზუსტად იცის, რომ გლდანელები მხარს არ დაუჭერენ ადამიანს, რომელიც 2011 წელს იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი“,  - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  „ართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

ზარქუას შეფასებით, ნიკა მელია გამოცდილი პროვოკატორია, რომელიც ყოველ არჩევნებზე ქაოსსა და დაძაბულობას ქმნის.

 

„ნიკა მელია გამოცდილი პროვოკატორია.

 

სიცრუე, პროვოკაცია, ძალადობა - ეს მათი ჩვეულებრივი ნიშა და მოქმედების სტილია.

 

ეს არახალია - ყოველ არჩევნებზე იქ, სადაცაა ნიკა მელია და ეს ზონდერ-ჯგუფები, ყოველთვის ქაოსი და დაძაბულობაა.

 

მე პარტიული სიის წევრი ვარ, არ ვარ მაჟორიტარი, მაგრამ ისე მოხდა, რომ გლდანში ვეხმარები ლევან კობიაშვილს და იქვე იყრის კენჭს ნიკა მელია.

 

თვითონ კარგად იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომაც ჩაეწერა მესამე ნომრად სიაში.

 

მელია არ ენდობა გლდანელებს და ზუსტად იცის, რომ გლდანელები მხარს არ დაუჭერენ ადამიანს, რომელიც 2011 წელს იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი.

 

ის უშიშროების გამოცდილი კადრია და ამიტომ ამბობს, რომ 2012 წლამდე „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონია.

 

არადა სინამდვილეში 2011 წელს აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელობდა და 37 000 აღსრულების აქტია იმ დროს დაფიქსირებული.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ 37 000 სახლი, მანქანა ან ქონება წაართვა მოსახლეობას და ამაში აიღო ხელფასი და პრემია.

 

57 000 ლარი აიღო 2011 წელს ხელფასის სახით და 40 000 ლარი პრემიის სახით.

 

2012 წელს არჩევნებამდე მოასწრო 50 000 ლარის ხელფასის სახით და 43 ათასის - პრემიის სახით აღება.

 

შემდეგ ის გიგი უგულავამ გადაიყვანა მთაწმინდის გამგებლად და იქ - ხელფასი, დანამატი და პრემია წლიურად 87 000 ლარს შეადგენდა.

 

ეს ადამიანი ახლა გამოდის, ნიანგის ცრემლებს ყრის და მოშიმშილე ბავშვებსა და გაჭირვებაზე ლაპარაკობს.

 

ეს იციან გლდანელებმა და მელიამაც კარგად იცის, რომ მათ ეს იციან.

 

მელია ისევ შევა პარლამენტში პარტიული სიით, მაგრამ ისევ იქნება მასხარა.

 

ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ წლის მასხარა ნიკა მელია იქნება“, - განაცხადა ზარქუამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner