logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში, იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი ანაქრონიზმია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 00:19

 

 

„ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში დღეს იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი საერთოდ ანაქრონიზმია“, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

 

„ვნახე ის მიტინგი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაატარა პირბადეებისა და დისტანციის დაცვის გარეშე. ამას ჩემი კომენტარიც აღარ სჭირდება, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები, რომ ამ არჩევნებზე ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ კულტურული საქართველოც არსებობს. საქართველო - პირბადით, დისტანციით, სამოქალაქო შეგნებით და პასუხისმგებლობით მისული საარჩევნო უბანთან. ვის არ უნდა მივცეთ ხმა - ეს ვიცი. ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში დღეს იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი საერთოდ ანაქრონიზმია. მე არჩევნებზე მხარს დავუჭერ კულტურულ საქართველოს, რომელიც პასუხისმგებლიან არჩევანს გააკეთებს და არა არევას, არამედ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა მაღრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner