logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: აქეთა ხალხი, ხელისუფლება, ექიმები, „იმედი“, იქით „ნაცმოძრაობა“ და კორონავირუსი
- +

21 ოქტომბერი. 2020. 00:30

 

 

„აქეთ არის ხალხი, ხელისფულება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი“, - ამის შესახებ „იმედის“ დირექტორმა გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა. ნიკა ლალიაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მედია და ექსპერტები ყველანაირად შეეცდებიან შექმნან შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ეპიდვითარებას ვერ მართავს.

 

„იზრდება, სამწუხაროდ, კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა, მთელს მსოფლიოში იზრდება, აქაც იზრდება. მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ეს არის მართვა. რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდებიან „ნაც. არხები“, რომ გადაიღონ ისეთი ვიდეოები, როგორიც ვრცელდებოდა მადრიდიდან, ბერგამოდან, რომიდან, ერევნიდან. ვიდეოები, რომელსაც ყველანი ვხედავდით სოციალურ ქსელებში და აქედან ააგონ ის, რომ ხელისუფლება ვერ მართავს. სინამდვილეში, ახლა ხელისუფლება მართავს. ერთადერთი, რაც მართვას ეწინააღმდეგება ეს არის პანიკა. შეიძლება ვერ მართო იმ შემთხვევაში თუ არის პანიკა. პანიკას თესავენ ეს არხები, თესავენ ნაც. ექსპერტები, გავლენის აგენტები, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები. აი ეს არის დაპირისპირება სწორეთ. აქეთ არის ხალხი, ხელისუფლება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner