logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: დარწმუნებული ვარ, რომ წლის მასხარა ნიკა მელია იქნება
- +

21 ოქტომბერი. 2020. 00:38

 

 

„ნიკა მელია  უშიშროების გამოცდილი კადრია და ამიტომ ამბობს, რომ 2012 წლამდე „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონია.  არადა სინამდვილეში 2011 წელს აღსრულების ბიროს ხელმძღვანელობდა და 37 000 აღსრულების აქტია იმ დროს დაფიქსირებული“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“  საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ 37 000 სახლი, მანქანა ან ქონება წაართვა მოსახლეობას და ამაში აიღო ხელფასი და პრემია.

 

57 000 ლარი აიღო 2011 წელს ხელფასის სახით და 40 000 ლარი პრემიის სახით.

 

2012 წელს არჩევნებამდე მოასწრო 50 000 ლარის ხელფასის სახით და 43 ათასის - პრემიის სახით აღება.

 

შემდეგ ის გიგი უგულავამ გადაიყვანა მთაწმინდის გამგებლად და იქ - ხელფასი, დანამატი და პრემია წლიურად 87 000 ლარს შეადგენდა.

 

ეს ადამიანი ახლა გამოდის, ნიანგის ცრემლებს ყრის და მოშიმშილე ბავშვებსა და გაჭირვებაზე ლაპარაკობს.

 

ეს იციან გლდანელებმა და მელიამაც კარგად იცის, რომ მათ ეს იციან.

 

მელია ისევ შევა პარლამენტში პარტიული სიით, მაგრამ ისევ იქნება მასხარა.

 

ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ წლის მასხარა ნიკა მელია იქნება“, - აღნიშნა ზარქუამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner