logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ქართულ შურიანობას ხან პატრიოტიზმი, ხან ლიბერალობა ეწოდება
- +

21 ოქტომბერი. 2020. 00:39

 

 

„ქართულ შურიანობას ხან პატრიოტიზმი ეწოდება, ხან ლიბერალობა ეწოდება. ტერმინები იცვლება, მაგრამ რჩება ერთი ძალიან სახიფათო ტენდენცია საქართველოში, რაც ერთხელ ბოლშევიკებმა გააქეზეს მოსახლეობა საზოგადოების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროვოკატორები სარგებლობენ მოსახლეობაში მიძინებული განცდით „მე ვისზე ნაკლები ვარ“.

 

„აი ამ კითხვით იხსნება მდაბიოს ისტორია. და პროვოკატორიც ამას ეუბნება: შენ ვისზე ნაკლები ხარ და იმ ხალხის წინააღმდეგ აქეზებს და ამხედრებს მოსახლეობას, ვისით უნდა იამაყოს. და ეს ზოგჯერ წარმატებით გამოსდით. ბოლშევიკებს, მაგალითად როგორი წარმატებით გამოუვიდათ, დაახოცინეს ეს ხალხი“, - აღნიშნა პოეტმა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ ქვეყანაში ეს ტენდენცია შიგა და შიგ ისევ ჩნდება. მისი თქმით, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გამოიყენა.

 

​იმ ხალხმა იგრძნო, რომ ის იმ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას, რომელსაც ამის შურს. და ეს შური გაუღვიძეს. სანამ აგრესია არ დაეუფლება ადამიანს, მანამდე მდაბიო არ არსებობს. როცა აგრესიას ჩაუსახავ უკვე, აი ამ სახელოვანი ადამიანების მიმართ, სწორედ ამას აღვივებს ახლა, აი ამ ფაქიზ ნიუანსებზე თამაშობს“, - განაცხადა პოეტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner