logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: როგორც შემეძლო ვაპროტესტებდი იმ ძალადობრივ, რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამყარა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 00:46

 

 

„მე როცა პასუხისმგებლობა ვიგრძენი, 9 წელი ვიდექი ქუჩაში მეგაფონით ხელში.

 

როგორც შემეძლო ვაპროტესტებდი იმ ძალადობრივ, რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

 

„საზოგადოება ჩემთვის არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს და იმ საზოგადოებამ, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ რეჟიმს, შეინარჩუნა ეს ღირსება განსაცდელის დროს.

 

ხოლო რაც შეეხება NGO-ების კრებულს, რომელსაც დაარქვეს დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან დიდი დიფერენცირება შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ NGO-ების დიდი ნაწილი ბავშვი რომ წყალს მიაქვს, ბავშვის შველაზე არა, მდინარის უფლებებზე იწყებენ საუბარს და ლაპარაკს და ეს განსხვავებაა საზოგადოებასა და NGO-ების კრებულს შორის“, - აღნიშნა მაღრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner