logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორიაა, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი
- +

21 ოქტომბერი. 2020. 00:52

 

 

„დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორია, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი“, - ამის შესახებ „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა.

 

ლალიაშვილის განცხადებით, ყველა ოპოზიციური გაერთიანება დადგა ერთ აზრზე და გადაწყვიტეს, რომ „დაბრენდონ“ გარეჯის საქმე და მას „კარტოგრაფების საქმე“ დაარქვან.

 

„მთელი ეს კოჰორტა შეიკრა და მთავარი ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი დაკნინდეს. ქილიკობენ ამ ახალაღმოჩენილ მასალებსა და გარემოებებზე, რუკებზე, კარტოგრაფიულ მასალებზე.

 

თუ აქამდე ყველა ბრალდება, რაც „ნაცმოძრაობაზე“ იყო, ეთიკის ნაწილი იყო: ცოცხები, დარბევა, ძალადობა, ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ, ახლა მოხდა რა? - დავით გარეჯი არის მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორია, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად არის სახელმწიფო საზღვარი. ახლა უკვე ეს ბოლო ბრალდება, ალბათ, ყველაზე მძიმე და მძაფრი ბრალდებაა. ეს არის სახელმწიფოს ღალატი, სხვათაშორის, ის მუხლი, რომელიც მათ ძალიან წარმატებით ამოიღეს“, - განაცხადა ლაიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner