logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი მოღალატეა!
- +

21 ოქტომბერი. 2020. 02:21

 

 

„სააკაშვილი, როგორც ტიპური მოღალატე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ახალ უბედურებასა და სისხლისღვრაში ჩაითრიოს“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ დასავალს“, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელმაც თქვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.

 

„სააკაშვილი, როგორც ტიპური მოღალატე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ახალ უბედურებასა და სისხლისღვრაში ჩაითრიოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვის ეკუთვნის ყარაბაღი, მაგრამ, როცა შენ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მომლაპარაკებელი გახდე და იცავ ნეიტრალიტეტს, არ უნდა დააფიქსირო შენი პოზიცია, არც ერთი და არც მეორე მხარის სასარგებლოდ. სააკაშვილმა ეს განცხადება სიტუაციის ასარევად გააკეთა, რადგან მოღალატეა! სხვათაშორის, საქართველოში ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ერთი მავნე ტენდენცია – გვარგადაკეთებული სომხები, იმისთვის, რომ თავიანთი სომხობა დამალონ, აქებენ და ადიდებენ ალიევს და ლანძღავენ სომხებს! როგორც ვიცი, ზოგიერთებმა ამ საქმეში აზერბაიჯანისგან ფული და ჯილდოებიც მიიღეს! კი მაგრამ, თქვენს ეროვნებას რომ ღალატობთ და გვარებს იკეთებთ, არ გრცხვენიათ? გვარგადაკეთებულო სომხებო, თქვენ თუ თქვენი ეროვნება გესირცხვილებათ და მალავთ, საქართველოს როგორღა შეიყვარებთ და როგორი იქართველებთ?” - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner