logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთი ტერტერის რაიონის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 10:41

 

„სომხეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ტერტერისა და რაიონის სხვა ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანი ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებს.

 

„ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე ჩვენი ჯარი აკონტროლებს. განადგურებულია მოწინააღმდეგის კიდევ 3 საარტილერიო რაკეტა, რამდენიმე ნაღმტყორცნი და 3 სატვირთო მანქანა პერსონალით“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

 

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner