logo_geo
eng_logo
შალვა ნათელაშვილი: ბოკერიას ბრძანებით, სულხანის ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი
- +

29 ივნისი. 2016. 17:40



„ძალიან მატკინა გული სულხან მოლაშვილის გარდაცვალებამ, - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.



ძალიან მატკინა გული სულხან მოლაშვილის გარდაცვალებამ. 2006 წლის 27 მარტს, ციხეში, ბოკერიას ბრძანებით, პატიმართა ჩაცხრილვის დროს, სადაც არსებული ინფორმაციით სულხანის ლიკვიდაციაც იყო დაგეგმილი, ტყვიების წვიმაში, ჩემი სიცოცხლის რისკით, დილამდე ვყარაულობდი მის სიცოცხლეს. მერე იყო და სააკაშვილი და იუშენკო ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს კლინტონ­მაკ­კეინმა. სწორედ მე გადავუგზავნე ნობელის კომიტეტს სულხანის სხეულზე წამების შედეგად მიყენებულ დაზიანებათა დოკუმენტაციაც, რის შემდგომ, არამარტო სააკაშვილმა, იუშენკომაც კი სამუდამოდ დაკარგა ნობელიანტის პერსპექტივა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულხანის სული", - ნათქვამია შალვა ნათელაშვილის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner